
დანიის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე კვირაში, დანიამ საკუთარ საჰაერო სივრცეში ყველა სამოქალაქო დრონის ფრენა აკრძალა კოპენჰაგენში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტამდე.
“აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიციის მიერ უსაფრთხოების ზომების მიღების გამარტივების მიზნით არის მიღებული. მათ არ შეუძლიათ უცხო დრონების მიღება, რომლებიც გაურკვევლობას და არეულობას ქმნის. ამკრძალავი ზომები ძალაში 3 ოქტომბრამდე დარჩება და დარღვევამ შესაძლოა ჯარიმა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა გამოიწვიოს,” - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დანიაში უცნობი დრონების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბრიდან გავრცელდა, რამაც კოპენჰაგენისა და ოსლოს აეროპორტების დახურვა გამოიწვია.
ევროკავშირის 10 ქვეყნის თავდაცვის მინისტრი შეთანხმდა, რომ ბოლო დროს დაფიქსირებული დრონების გამო „დრონების კედელი“ ააშენონ. ნატო აცხადებს, რომ ბალტიის რეგიონში მონიტორინგს გააძლიერებს. დანია ამჟამად ევროკავშირის საბჭოს მონაცვლეობით თავმჯდომარეობს.
0
0
გლდანში იუსტიციის სახლი გაიხსნა
29/09/2025