23/09/2025
09:51

22 სექტემბერს, ღამით, დანიამ და ნორვეგიამ თავიანთ საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების შემდეგ მთავარი აეროპორტები დახურა.
დანიის პოლიციამ ვერ დაადასტურა კოპენჰაგენის აეროპორტის გარშემო დაფიქსირებული დრონების ტიპი ან რაოდენობა. „უცნობია, საიდან მოემართებოდნენ დრონები ან შემდეგ სად გაფრინდნენ. გამოძიების ფარგლებში მრავალი ზომა იქნება მიღებული“, - განაცხადა დანიის პოლიციის ინსპექტორმა იაკობ ჰანსენმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა დრონები რუსული წარმოების, ჰანსენმა განაცხადა, რომ მას არ შეუძლია ამის დადასტურება ან უარყოფა.
კოპენჰაგენის აეროპორტში, სპეცოპერაციები, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 00:30 საათზე განახლდა მას შემდეგ, რაც საჰაერო რეისები დრონის დანახვის შემდეგ თითქმის ოთხი საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.
საჰაერო სივრცის ოთხსაათიანი დაკეტვის შემდეგ, ოსლოს აეროპორტიც გაიხსნა. ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებს ინციდენტის შესახებ საჯარო განცხადებები არ გაუკეთებიათ.
0
0