დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პროტესტის ნიშნად, მიმდინარე თვეში ქვეყნის მინისტრები უნგრეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის საკითხთან დაკავშირებით გამართულ არაფორმალურ სამთავრობო შეხვედრებს არ დაესწრებიან.
როგორც ცნობილია, აღნიშნული პროტესტი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ რუსეთ-ჩინეთის პრეზიდენტებთან წარმოებულმა მოლაპარაკებებმა გამოიწვია, რომლებიც რუსეთ-უკრაინას შორის სავარაუდო სამშვიდობო შეთანხმებას ეხებოდა.
17 ივლისს, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც დაგმობილია რუსეთში ორბანის ვიზიტი. შვედეთმა ფინეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა ასევე გასულ კვირას განაცხადეს, რომ მათ ქვეყნებს არაფორმალურ სამთავრობო შეხვედრებზე მხოლოდ საჯარო მოხელეები წარმოადგენენ.
„ხელისუფლებას სურს, რომ მკაფიოდ გაემიჯნოს უნგრეთის თავმჯომარეობით უკრაინის საკითხის განხილვის პროცესს. მინისტერიალის არაფორმალურ შეხვედრებზე დასასწრებად დანია, ამ დროისთვის, უნგრეთში მხოლოდ საჯარო მოხელეებს გააგზავნის“, - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლიოკე რასმუსენმა დანიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026