
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი კირბალში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„დამწუხრებული ვარ საქართველოს ცხინვალი/სამხრეთ ოსეთის რეგიონში, საოკუპაციო ხაზთან, რუსი ოფიცრების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და საქართველოს მთავრობას. ასევე, მოვუწოდებთ მეორე მხარეს გაათავისუფლონ გატაცებული მოქალაქე“, – ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულია ერთი მოქალაქე.
0
0
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
24/12/2025