
"დამოუკიდებლობის დღეა, ყველას დღეა ეს, მაგრამ პოლიტიკური აქციის დღეც არის, საღამოს აქ არაფერი არ იქნება გარდა სცენისა და მიტინგისა" - ამის შესახებ "ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცახადა:
"ჯერჯერობით ხალხია, ნამდვილად არ იქნება დაპირისპირება ხალხის ინტერესებსა და ჩვენს ინტერესებს შორის, პირიქით, „ქართული ოცნება“ აკეთებს ამას მუდმივად. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ძალიან მალე მოვახდენთ ჩვენი ტექნიკის მონტაჟს. არაფერი განსაკუთრებული [დასამონტაჟებელი არ არის], ეს არის სცენა, ხმის გამაძლიერებელი, მორჩა. შესაბამისად, ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას, ვინმე თუ ხედავს, მისი პრობლემაა, რადგან ნამდვილად გადაკეტილია რუსთაველი. ჯერჯერობით, ხალხი აქ სეირნობს, გასაგებია, დამოუკიდებლობის დღეა, ყველას დღეა ეს, მაგრამ პოლიტიკური აქციის დღეც არის, საღამოს აქ არაფერი არ იქნება გარდა სცენისა და მიტინგისა“, — ამბობს ნიკა გვარამია
0
0