
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელმაც პარტია ოფიციალურად 8 დეკემბერს დატოვა და თქვა, რომ მიდის “წინ მომავლისკენ,” რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს იმ პარტიით, რომლის პრეზენტაციასაც მომავალი წლის დასაწყისში გამართავს.
"ბევრს მიაჩნია, რომ თუ ორნი ერთად ვიქნებით, მეტი ხმა გვექნება - ასე არ არის. დრომ დაადასტურა, რომ ორი, სამი სუბიექტი გაერთიანებულა და პირიქით, ხმები დააკლდა, კი არ გაეზარდა. ამომრჩეველი არის სპეციფიური, განსწავლული უკვე და სიყალბესაც ამჩნევს. რამდენიმე სუბიექტს პოლიტიკაც არასწორი აქვთ არჩეული, როდესაც 24 საათი საუბრობენ გაერთიანებზე - ჩემზეც კი ტოვებენ შთაბეჭდილებას, რომ ამ გაერთიანებაზე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა არ აქვთ და უბრალოდ ეშინიათ, რომ პარლამენტში ვერ მოხვდნენ" - ასე უპასუხა მან რადიო თავისუფლების კითხვას სავარაუდო პარტნიორების შესახებ.
0
0