
"დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება რომ მოეცათ, ვიცი, სწორ გზას ავირჩევდი. მახსოვს, როგორ აკონტროლებდნენ მამაჩემი და მისი ადვოკატი ჩემს სხეულს, ფულს, ცხოვრებას და ცუდად ვხდები" - ბრიტნი სპირსი საკუთარ წიგნში ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებზე საუბრობს
![]()
2021 წელს მომღერალმა, ბრიტნი სპირსმა მამის მეურვეობისაგან თავი საბოლოოდ გაითავისუფლა და კვლავ დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგა. იქამდე უამრავი რთული პერიოდი გაიარა, რამაც მისი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა ძალიან დააზიანა. მომღერალმა 2 წლის შემდეგ ავტობიოგრაფია დაწერა და საკუთარი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ მომენტებზე გულწრფელად ისაუბრა.
აბორტი

ბრიტნი სპირსი ამბობს, რომ ჯასტინ ტიმბერლეიკთან ურთიერთობის შემდეგ ორსულად იყო. თუმცა, ჯასტინმა აიძულა, რომ აბორტი გაეკეთებინა, რადგანაც შვილის დაბადებისთვის მზად არ იყო. წყვილი ერთმანეთს 1999-2002 წლებში ხვდებოდა.
"დღემდე, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რამ, რაც კი ოდესმე განმიცდია ჩემს ცხოვრებაში." - აღიარა მომღერალმა. ტიმბერლეიკი აღნიშნულ განცხადებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ღალატი
მომღერალი ამბობს, რომ ტიმბერლეიკი ღალატში გამოიჭირა, თუმცა გოგონას ვინაობის დასახელებისაგან თავს იკავებს, რადგანაც, მისი თქმით, მას უკვე საკუთარი ოჯახი ჰყავს და არ სურს, პრობლემები შეუქმნას.
"მეხსიერების დღიური" ( 2004)

ბრიტნი სპირსი ამბობს, რომ ფილმში "მეხსიერების დღიური" რეიჩელ მაკადამსის ნაცვლად, მას უნდა ეთამაშა. თუმცა, საბოლოოდ უარი უთხრეს. ამიტომაც, მისი სამსახიობო კარიერის დასაწყისადაც და დასასრულად ფილმი "გზაჯვარედინი" ითვლება და ამით ძალიან ბედნიერია.
თავის გადაპარსვა
მომღერალი 2007 წელს საზოგადოების წინაშე გადაპარსული თავით წარდგა. მაშინ ყველა თვლიდა, რომ ეს იმიჯის გამო გააკეთა, თუმცა თავად ბრიტნი ამბობს, რომ თავის გადაპარსვა იყო მისი ბრძოლა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მხოლოდ მის ფიგურას და სახეს აფასებდნენ და მხოლოდ ამას განიხილავდნენ. მომღერალი აღნიშნავს, რომ საზოგადოების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა, რამაც მისი ფსიქიკა განსაკუთრებით დააზიანა.
მამის მხრიდან ძალადობა

ბრიტნი სპირსს 2008 წელს, 26 წლის ასაკში მეურვედ მამა დაუნიშნეს. როგორც ცნობილია, მომღერალი არალეგალურ ნივთიერებებზე იყო დამოკიდებული და ასოციალური ქცევა ახასიათებდა. მამა მის ყოველდღიურობას, ქცევას, ადამიანებთან ურთიერთობას, ფინანსურ საკითხებს - აბსოლუტურად ყველაფერს აკონტროლებდა. ბრიტნი თავისი ცხოვრების ამ პერიოდზე განსაკუთრებული ტკივილით საუბრობს:
"მეურვეობამ მარადიულ შვილად მაქცია და ქალის სტატუსი ჩამომართვა. მუსიკას ჩემს სისხლში, ძვლებში ვგრძნობდი, მაგრამ მომპარეს, ყველაფერი წამართვეს... დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება რომ მოეცათ, ვიცი, სწორ გზას ავირჩევდი. ახლაც მახსოვს, როგორ აკონტროლებდნენ მამაჩემი და მისი ადვოკატი ჩემს სხეულს, ფულს, ცხოვრებას და ცუდად ვხდები." - ამბობს ბრიტნი.
0
0