
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ესპანურ მედიაგამოცემა El MUNDO-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში გაჩნდა შესაძლებლობა, მმართველ გუნდს მთელი ყურადღება ქვეყნის განვითარებაზე გადაეტანა.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ერთადერთი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ომი არ ყოფილა. ჩვენ ამით ძალიან ვამაყობთ. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია 2012 წლიდან და ამ ხნის განმავლობაში გაგვიჩნდა შესაძლებლობა, მთელი ყურადღება ქვეყნის განვითარებაზე გადაგვეტანა. 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილება ჯერ კიდევ ცოცხლადაა შემონახული ჩვენს ხსოვნაში, ამიტომაც კარგად ვაცნობიერებთ მშვიდობის ფასს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0