23/11/2021
13:55
პოლიტიკა
იაგო ხვიჩიას თქმით,ოლიტიკური მიზანიც, ამნისტიაც და შეწყალებაც ლეგიტიმურია, თუმცა როცა ამას ითხოვს ან ძალას უნდა აჩვენებდე, ან მიმართვის სწორი ფორმა გქონდეს შერჩეული.
„მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც ასეთია. მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და ამ სამართლებრივ საფუძველს არც არავინ გვეუბნება. მესმის, რომ ვინმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ითხოვს, მაგრამ გასაგები უნდა იყოს, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვითხოვთ. მაგალითად, როგორც ჩვენ ვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნას. პოლიტიკური მიზანიც, ამნისტიაც და შეწყალებაც ლეგიტიმურია, მაგრამ როცა ამას ითხოვ, ამას ან ძალით უნდა ითხოვდე და ძალას აჩვენებდე, ან მიმართვის სწორი ფორმა გქონდეს შერჩეული. დამოკიდებულება – შემიწყალე შენი დედაც ვატირე სწორი ფორმა არ არის, ან კიდევ, ამნისტია გააკეთე თორე დედას გიტირებ, არც ესაა სწორი ფორმა. ჩემს კოლეგებს ამ მიზნის მისაღწევად სწორი ფორმებიც არ აქვთ ჯერ გავლილი“, – განაცხადა ხვიჩიამ.
0
0
ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა
18/01/2025