
“ტერაქტის ჩადენის შემდეგ დამნაშვეები რუსეთ-უკრაინის საზღვარზე გადასვლას აპირებდნენ, უკრაინის მხარეს შესაბამისი კონტაქტები ჰქონდათ”, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს.
რუსეთის საგამოძიები კომიტეტის ცნობით კი, “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარი ტერაქტის ეჭვმიტანილთაგან ოთხი ბრიანსკის ოლქის სპეცსამსახურებმა უკრაინის საზღვართან ახლოს დააკავეს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა 11 ადამიანის, მათ შორის ტერაქტის ოთხივე სავარაუდო მონაწილის დაკავების შესახებ მოახსენა.
მოსკოვის ოლქში, „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 93 ადამიანი, თუმცა, ეს რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. 121 დაშავებული კლინიკებშია განაწილებული. ტერაქტის შემდეგ კლინიკაში გადაყვანილი დაშავებულებიდან სამი ბავშვი და ორი მამაკაცი გარდაიცვალა.
0
0