
თამაზ გინტურის მკვლელობის მოწმე, ლევან დოთიაშვილი ჟურნალისტებთან პირველ კომენტარსა აკეთებს და 6 ნოემბრის მოვლენებს იხსენებს. მისი თქმით, თავდაპირველად ერთი რუსი ე.წ. პოლიციელი გამოჩნდა ლომისის ეკლესიასთან, მან გამაფრთხილებელი სროლა განახორციელა, შემდეგ კი დოთიაშვილსა და გინტურს გაესაუბრა და უთხრა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყვნენ.
დოთიაშვილი ამბობს, რომ ისინი მოთხოვნას დაემორჩილნენ, მანქანაში ჩასხდნენ, რა დროსაც ჯერ მანქანას ესროლეს, საბურავები დაუცხრილეს, შემდეგ კი გინტურს დამიზნებით ესროლეს.
დოთიაშვილი იხსენებს, რომ გინტურმა მოასწრო ეთქვა, რომ მგონი დაიჭრა, შემდეგ კი გონება დაკარგა. ამის შემდეგ ადგილზე სხვა ოკუპანტების გამოჩნდნენ, ჯამში 9 პირი.
"დამიზნებით გვესროდნენ, ჯერ საბურავები და მერე გამიზნული სროლა… მივდივართ რა, არაფერი უთქვამს, ეტყობა რაციაში დაუძახა, რა მოხდა არ ვიცი, ჩვენ მანქანაში ვისხედით შეიძლება დაგვიძახა რომ არ წახვიდეთო, ნუ ყოველ შემთხვევაში არ გაგვივია, მოგვდევდა სროლა სროლით, ბევრი გაისროლა.
მე თვითონ ვნახე ნატყვიარები, ზურგის, ხერხემლის არეში. ერთი თქვა, დამჭრაო და მოგარტყა-მეთქი და ხოო და ვსიო… მერე გადავედი მანქანიდან, გადმოვიყვანე, ამოვიდნენ დანარჩენი რუსი ჯარისკაცები და მე წამიყვანეს ტყის მიმართულებით. [იცით ვინ ისროლა?] დავინახე ვინც ისროლა, მაგრამ ცნობით ვერ ამოვიცნობ. ვიცი ეგ ფოტოები, მაგრამ ვერ ვიცანი. დანარჩენი 7 ამოვიდა 5-6 წუთის შემდეგ, სრილის შემდეგ, თამაზი რომ გადმოვიყვანე და სასწრაფოში რომ დავრეკე და ყველას გავაგებინე იმის მერე 7 მოვიდნენ და წამიყვანეს", - ყვება დოთიაშვილი.
ის იხსენებს დაკავების მომენტსაც და ამბობს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ. დოთიაშვილს დაზიანებები აღენიშნება.
"გზაში კი რაღაცა იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი იყო, ყველა იყო იარაღით… [მირტყამდნენ] ზოგი კონდახით, ზოგი ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი უკვე", - თქვა დოთიაშვილმა.
0
0