
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, გუშინ და დღეს, სტიქიის განმავლობაში სულ შესულია 130-მდე შეტყობინება. 4 ოჯახი კი ევაკუირებულია დამეწყრილი ზონიდან.
„დამეწყრილი ტერიტორიიდან გუშინ და დღეს, ჯამში 4 ოჯახი გავასახლეთ. ჯამში შემოვიდა 130-მდე შეტყობინება. აქედან, 50 ზარი მეწყრის ჩამოწოლას ან/და მის შესაძლო გააქტიურებას უკავშირდებოდა. დანარჩენი ზარები კი ძლიერი წვიმისგან სახლების დატბორვას და წყლისგან შექმნილ პრობლემებს შეეხებოდა", აცხადებენ ქობულეთის მერიაში.
როგორც ცნობილია, მეწყერი გურიაში და ქობულეთის რამდენიმე სოფელში 8 სექტემბრის ღამით გააქტიურდა. ქობულეთის სოფელ კონდიდში მეწყერი ჯაფარიძეების სახლში შევარდა, ოჯახის ევაკუაცია მალევე მოხდა. გუშინ, კიდევ 3 ოჯახი გაასახლეს ქობულეთის სოფლებიდან - ზენითიდან და სოფელ-ქობულეთიდან.
მეწყრის და სახლების დატბორვის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
ფოტო: “ბათუმელები”
0
0
1 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
29/04/2026