05/08/2023
13:48
პოლიტიკა
მე რა ინფორმაციაც მაქვს შესაბამისი უწყებებიდან, დამატებითი რესურსის საჭიროება დღეს არ დგას - დანარჩენი, ყველას თავისი არჩევანი აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ფულის შეგროვების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
მან კომენტარი გააკეთა, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ოპოზიციის მიერ გამოთქმულ განცხადებაზე.
„რაც შეეხება სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფას, წყალი, საკვები, ტანსაცმელი და ასე შემდეგ, ყველაფერი არის უზრუნველყოფილი. მე რა ინფორმაციაც მაქვს შესაბამისი უწყებებიდან, დამატებითი რესურსის საჭიროება დღეს არ დგას - დანარჩენი, ყველას თავისი არჩევანი აქვს“, - განაცხადა კობახიძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.
0
0