
უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, 8 აგვისტოს მაროკოში პირველად მოხდა დამანგრეველი (6.8 მაგნიტუდის) მიწისძვრა, რომელსაც მასშტაბური მსხვერპლი მოჰყვა.
მაროკოში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა უკანასკნელად 1960 წელს, ქალაქ აგადირში - სამხრეთ ატლანტის სანაპიროზე - მოხდა. 1960 წლის მიწისძვრის ბიძგები შედარებით მცირე სიღრმეზე გავრცელდა, თუმცა სტიქია ძლიერი ზედაპირული ბიძგებით გაგრძელდა და ქალაქის დიდი ნაწილი გაანადგურა.
მიწისძვრას 12,000-15,000 ადამიანი - იმ დროისთვის ქალაქის მოსახლეობის მესამედი - ემსხვერპლა. ასევე დაშავდა 12000 მოსახლე; სულ მცირე, 35000 ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.
1969 წელს, მაროკომ პორტუგალიაში მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ზემოქმედება განიცადა. დაიღუპა 13 ადამიანი - 11 მაროკოში და 2 პორტუგალიაში.
2004 წელს, მაროკოს ჩრდილოეთ სანაპიროზე, ალ ჰოკეიმაში, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის დროს 630-მდე ადამიანი დაიღუპა და 926 დაშავდა.
თუმცა, როგორც Associated Press-ი წერს, მაროკოში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1755 წელს მოხდა, რომელმაც გაანადგურა ქალაქები ფესი და მეკნესი. სტიქიას 15 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
0
0