27/12/2022
14:15
სხვადასხვა
“აღმოვჩნდი ფაქტის წინაშე... 80 ქურდი ესწრებოდა“ - ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სტამბოლში გამართული რუსი "კანონიერი ქურდისა" და ქართველი ნათია დოლიძის გრანდიოზულ ქორწილს იხსენებს. გახმაურებულ და ძალიან ძვირად შეფასებულ ქორწილში თამადა ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე იყო...
როგორც ლიკლიკაძე ამბობს, ნათია დოლიძესთან წარსულში დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა და ქორწილის სამზადისის პერიოდში დაუკავშირდა მას და “თამადობა” შესთავაზა. როგორც ჟურნალისტი იხსენებს, ამ მიწვევამ ძალიან გაახარა.
“ბევრ ”ქურდთან" ერთად მიქეიფია, ახლობლებშიც მითამადია... ქუთაისელი კაცი ყოველთვის ხვდება ჩაცმულობაზეც, ქცევაზეც, რომელია “ქურდი”. ქორწილს ესწრებოდა ალბათ 5 ქართველი “ქურდი”, დანარჩენები იყვნენ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან… "ქურდების" სადღეგრძელო არ დამილევია… სიძეს, რომელიც ასევე “ქურდია”, მას მივმართე და ვუთხარი - თქვენს მეგობრობას გაუმარჯოსთქო.. “ქურდების” რომანტიზირებას არასოდეს მოვახდენ", განაცხადა ჟურნალისტმა დათო ლიკლიკაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “ია ფარულავას კონვერტი”.
როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ, სტამბოლის გარეუბანში, ფეშენებელურ რესტორანში, რუსი "კანონიერი ქურდის", ევგენი ვესიოლკინისა და ქართველი ქალის, ნათია დოლიძის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. 42 წლის ნათია დოლიძემ და და 45 წლის ვესიოლკინმა ჯვარი მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერეს. მოძღვარიც ამ დღისთვის საქართველოდან თურქეთში სპეციალურად ჩავიდა. მაშინ "პრაიმ კრაიმის“ წერდა, რომ ევგენი ვესიოლკინი, მეტსახელად, "ჟენია ვესიოლი“, 1977 წელს დაიბადა. მისი "ქურდად" კურთხევა 2013 წელს მოხდა. მანამდე რუსეთში რამდენჯერმე იყო ნასამართლევი და სხვადასხვა ციხეში მოიხადა სასჯელი. ამჟამად ცხოვრობს თურქეთში და საკმაოდ დაახლოებულია ქართველ კრიმინალურ ავტორიტეტებთან.
0
0