25/04/2023
21:25
პოლიტიკა
დაივიწყეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა და მერე მისი სიით სადმე შესვლა - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებას გამოეხმაურა, რომელთა თქმით, ბათუმის საკრებულოში ლაშა კილაბერიას ადგილმონაცვლეების სიიდან ნიკა მელიას მხარდამჭერები ამოიღეს.
„როცა პარტიას ლანძღავ, ცხადია, ასე მოხდება. ყველამ კარგად უნდა გაიგოს და იცოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს მისი სიით საკრებულოში ან პარლამენტში შევიდნენ მომავალში და მერე „ნაციონალური მოძრაობა“ ლანძღონ. მე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენი ამომრჩევლის ნებას. ამიტომ, დაივიწყეთ მეგობრებო, „ნაციონალური მოძრაობის“ ლანძღვა და მერე მისი სიით სადმე შესვლა და წარმომადგენლობა აღარ იქნება ამ პარტიაში. კარგად უნდა იცოდეთ, რომ ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ გალანძღავს, ის „ნაციონალური მოძრაობის“ სიით ვერსად წარმოდგენილი ვერ იქნება. საზოგადოება ამას კარგად ხედავს. უნახავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გამოუყენებიათ და მერე პარტია ულანძღავთ. მე, ამ პარტიის თავმჯდომარე, ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩვენი სიით ადამიანები შედიოდნენ სხვადასხვა არჩევით ორგანოებში, სადაც მერე „ნაციონალურ მოძრაობას“ გალანძღავენ, არ იქნება, დამთავრდა ეს პერიოდი და არასდროს დაბრუნდება. ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს იმ მანდატს, რომელსაც კონკრეტული პარტიის ამომრჩეველი აძლევს“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024