
რამდენიმე დღის წინ, უკრაინაში დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი, 31 წლის ნიკოლოზ გელენიძე
უკვე ფოთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
"დაიბადა იმ გემზე, რომელ გემსაც ბომბავდნენ რუსები. გაიზარდა ფოთში. წავიდა უკრაინაში საბრძოლველად. ნამდვილად იყო წესიერი, პატიოსანი, ზრდილობიანი, უაღრესად წესიერი და პატიოსანი ბიჭი იყო. მისი ცუდი არავის არ გაახსენდება. ნამდვილად დაიღუპა გმირულად. პატრიოტი იყო. უკვე 3 თვეა, რაც უკრაინაში წავიდა. არავინ არ იცოდა ისე წავიდა," - ამბობს მისი ახლობელი.
როგორც ცნობილია, ნიკოლოზ გელენიძე უკრაინაში სექტემბრის დასაწყისში ისე წავიდა, რომ ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. გელენიძე სამშობლოში დღეს დილით ჩამოასვენეს და დღესვე ფოთში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
ნიკოლოზ გელენიძეს, სამშაბათს, 28 ნოემბერს ფოთში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
0
0