
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 8 თვის იყო, - აღნიშნულის შესახებ „აპსნიპრესს“ ოკუპირებული რეგიონის საგანგებო სიტუაციების „სამინისტროს“ ე.წ. ხელმძღვანელმა, ლევ კვიცინიამ განუცხადა.
„დაღუპული ხუთივე გოგოა. ნათესავებმა თქვეს, რომ ყველაზე უმცროსი გოგონა რვა თვის იყო, უფროსი კი 8 წლის“, - განაცხადა კვიცინიამ.
მისივე თქმით, უბედური შემთხვევის დროს მცირეწლოვნების მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.
„გოგონების დედა საავადმყოფოში იყო, მამამ მოინახულა. ბავშვებთან ერთად ერთადერთი ზრდასრული ბებია იყო“, - აღნიშნა ლევ კვიცინიამ.
ამასთან, როგორც აფხაზური ტელეგრამ არხები წერენ, ბებია გაზქურის დანთებას ნავთის და ბენზინის ნარევით ცდილობდა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა.
ასევე წაიკითხეთ:
აფხაზეთში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ემსხვერპლა
0
0