31/10/2023
13:40
მსოფლიო
მახაჩკალაში ანტისემიტური არეულობის შემდეგ 24 საათის განმავლობაში არეულობის 83 მონაწილე დააკავეს, ამის შესახებ TASS ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
30 ოქტომბერს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ არეულობის, დაახლოებით, 150 მონაწილის ვინაობა დადგენილია, მათ შორის, ფოტოებისა და ვიდეოების საფუძველზე, 60-მდე ადამიანი კი დააკავეს და პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს. .
როგორც მახაჩკალას ხელმძღვანელმა იუსუფ უმავოვმა განაცხადა, „არაკანონიერ ქმედებებში მონაწილეთა ასაკობრივი კატეგორია 20-დან 25 წლამდეა“. „ახალგაზრდების უკანონო ქმედებებში ჩართვის თავიდან ასაცილებლად“, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ქალაქის თითოეულ რაიონში, რომელიც აკონტროლებს სოციალურ ქსელებს და ხვდება მოსახლეობას ცნობიერების ამაღლების სამუშაოების ჩასატარებლად.
„მოვუწოდებ ჩემს თანამემამულეებს - დაღესტნელებს, მახაჩკალელებს - შეუერთდნენ ამ საქმეს, ისაუბრონ ახალგაზრდებთან და აუხსნან მათ, რომ არ არიან ისეთები, ვინც დღეს არ თანაუგრძნობს პალესტინელი ხალხის მწუხარებას, მაგრამ თანაგრძნობა არ უნდა იყოს რელიგიური და ეროვნული ნიშნით ადამიანების დევნის მიზეზი“, - წერს უმავოვი.
0
0