11/08/2023
13:45
ეკონომიკა
ლაგუნა ვერეს ახალი მფლობელი შპს "ნეო სითი დეველოპმენტმა" ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება.
"ტრანზაქციის დასრულების შემდგომ ლაგუნა ვერე გადავა კომპანიის მფლობელობაში.
დაგეგმილია საცურაო კომპლექს ,,ლაგუნას“ აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.
კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს", - ნათქვამია განცხადებაში.
0
0