დაძაბულობის პროვოცირებას ცდილობენ - მიხაილ პოდოლიაკი ვლადიმერ მედინსკის განცხადებას პასუხობს
A-
+A

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი მიხაილ პოდოლიაკი მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმერ მედინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მხარეებს შორის პოზიციების დაახლოებას ეხება.
როგორც პოდოლიაკი ტვიტერის პირად გვერდზე წერს, უკრაინული მხარის პოზიციები კვლავ უცვლელია. პოდოლიაკი ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს დაძაბულობის პროვოცირებას.
„რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათი პოზიციებია. ყველა განცხადება მიზნად ისახავს, მათ შორის მედიაში დაძაბულობის პროვოცირებას. ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების გარანტიები კონკრეტული ფორმულებით - ჩვენი პოზიციები უცვლელია“, - აცხადებს მიხაილ პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, კრემლის ლიდერის თანაშემწემ ვლადიმერ მედინსკიმ რუსულ მედიასთან საუბარში უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინის დემილიტარიზაციის საკითხზე მოსკოვი და კიევი „სადღაც შუა გზაზე არიან“.
მედინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვმა და კიევმა მაქსიმალურად დააახლოეს თავიანთი პოზიციები.
0
0
334
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%