დადიანების ეზოდან ბრინჯაოს ქანდაკება „კოლხიშ ნანა“ მოიპარეს
A-
+A
-share.jpg)
ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის ეზოში კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკება მოიპარეს. ის სტანდარტული შემოვლის დროს, მუზეუმის თანამშრომლებმა დღეს დილით, 9 საათზე შენიშნეს. მუზეუმის დირექტორმა, ანზორ ოყუჯავამ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სამართალდამცველები ამ წუთას შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.
"ერთი კამერა არის, რომელიც ვარაუდობენ,რომ უყურებს ამ ქანდაკებას. ადრე რამდენჯერმე დაზიანდა ეს ქანდაკება. წერილიც დატოვეს, რომ კერპთაყვანისმცემლობას ებრძვიან და ამ მიზნით დააზიანეს. ახლა თვითონ ქანდაკებაა წაღებული", - განმარტა ანზორ ოყუჯავამ.
დადიანების მუზეუმის ეზოში სკულპტურა 2018 წლის თებერვალში დადგეს. კოლხური ქალ-ღვთაების ბრინჯაოს ქანდაკებას "კოლხიშ ნანა" ეწოდა.
ის ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთა აღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით თარიღდება. ამასთან, წარმოადგენს პატარა იდოლეტს, ქანდაკებას, რომელსაც წარმართულ პერიოდში ღმერთებს სწირავდნენ. სკულპტურაც ამ სარიტუალო წესს ასახავს.
0
0
480
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%