
პარლამენტში ინიცირებულია დადგენილების პროექტი, რომელიც ფასების რეგულირების საკითხებზე სპეციალური დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
“სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია“ – ასე ერქმევა კომისიას, რომლის შექმნის გადაწყვეტილებას პარლამენტი 3 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დადგენილების მიღების შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომისიაში თითოეული ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფისთვის კვოტებს განსაზღვრავს. მისი ინფორმაციით, 3 და 4 თებერვალი დროებითი კომისიის ჩამოყალიბებას დაეთმობა. კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს.
დროებით საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისია შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციაში. კომისიას პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით სურსათი ძვირია, რადგან არის მაღალი ფასნამატი და მოგება. სამომხმარებლო ფასების შესწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაიწყო.
0
0