
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ „დადგა მომენტი, როდესაც ან უნდა იმოქმედო, ან გაჩუმდე“.
„ვფიქრობ, უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობები შეიძლება, კარგად ვითარდებოდეს, და თქვენ ამის შესახებ ძალიან მალე შეიტყობთ. დადგა მომენტი, როდესაც ან უნდა იმოქმედო, ან გაჩუმდე. ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი კარგად მიდის“,- განაცხადა დოლანდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები „ნორმალურად“ მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, ირანთან სიტუაცია ნორმალურად მიდის. მეტს ვერ გეტყვით, რადგან არაფერს აქვს მნიშვნელობა, ვიდრე ამას ბოლომდე არ მივიყვანთ, ამიტომ არ მინდა ამაზე საუბარი. მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის. ირანთან სიტუაცია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
0
0