
„დამატებით ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნეს შემუშავებული, რაზედაც ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას"- ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ნინო ქადაგიძემ პრემიერთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
" აგრეთვე, მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასამართლო სისტემისთვის" – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.
პრემიერმინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა - სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი და დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში
0
0