
„დადგა დრო პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კიევს კონტინენტზე მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევა სურს, რასაც ევროპა უკრაინის გარეშე ვერ შეძლებს.
„დიდი ხანია დადგა დრო, რომ მოვიშოროთ ხელოვნური პოლიტიკური გაურკვევლობა უკრაინასა და ევროკავშირს შორის. დადგა დრო პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის გაწევრიანებაზე ევროკავშირში. ჩვენი მიზანი ამ კონტინენტზე უსაფრთხოდ და მშვიდად ყოფნაა, ეს ყველაფერი კი ევროპისთვის 100%-ით მხოლოდ უკრაინასთან ერთად შეიძლება განხორციელდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
0
0