
“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე ემოციურ პოსტს წერს:
,ვისაც ნაცხროვის და მათი ამფსონების მიმართ პრეტენზია არაგაქვთ და პატიებას აპირებთ – დადეთ პინაზე სააკაშვილის სიყვარული და თქვენი შვილების სიცოცხლე, მერე ისაუბრეთ სხვა დანარჩენზე...ჩემი და ჩემსავით გამწარებული ხალხის მაგიერ ვის რას პატიობთ და ვის ურიგდებით, მკვლელეებს? ეს არ მოხდება, მე სანამ ცოცხალი ვარ, ამას არც მომასწროს უფალმა..." - წერს გამცემლიძე.
ამავე პოსტს გამოეხმაურა ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი:
"ჩემნაირად განადგურებული დედები და მამები მოგვკალით და მერე გაანთავისუფლეთ ეს ბოროტმოქმედი მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.
განსაკუთრებულ საჯიშე ბიჭებს ახოცინებდა ეს ავადმყოფი მიშა. შეხედეთ რა ბიჭი იყო გიო, ულამაზესი და განსაკუთრებილად კარგი ადამიანი.
თურმე მიშა ციხეს ვერ ეგუება და უნდა გამოუშვან. ნაცების და დედამისის მოთხოვნაა. მაშინ ჯერ, ჩემნაირად განადგურებული დედები და მამები მოგვკალით და მერე გაანთავისუფლეთ ეს ბოროტმოქმედი მიშა" - წერს ია მეტრეველი.
0
0