
დადასტურდა, რომ გიორგი გახარია თავის გუნდთან ერთად იმ აგენტურულ ქსელს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით მოქმედებს დედა პარტიის სახით, საქართველოს ფარგლებს გარეთ კი მათი მამები ვინც არიან, ყველამ კარგად იცის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კირცხალიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
კირცხალიას თქმით, ოპოზიციის თითოეული დანაყოფის რიტორიკა იყო, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, მაგრამ ისინი ისე იმოქმედებდნენ, რა დავალებაც მიუვიდოდათ.
„ნიშანდობლივია, რომ დღეს მათივე პატრონები აგენტურული ქსელის ბაზარზე, ამ დანაყოფებში რაღაც სახის დივერსიფიკაციას ახდენენ. რას ვგულისხმობ? – რამდენიმე მოთამაშე ჰყავთ, ერთ-ერთი გიორგი გახარიაა, მისი პარტიით, რომელიც დადასტურდა, რომ აგენტია. მან დავალება მიიღო, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უნდა მისულიყო, ამის შემდეგ კი ახალი დავალება მიიღო, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. დანარჩენი პარტიები შეხედავენ, თუ რა პოლიტიკური ამინდი იქნება ამა თუ იმ პარტიისთვის არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით. დავალება მიღებულია, ახლა ამ დავალების შესრულებას შეუდგნენ. გახარია და სხვა დანაყოფები თავიანთი პატრონების ფრთის ქვეშ არანაირ დამოუკიდებელ თამაშს არ თამაშობენ, აქ პოლიტიკურ თამაშს დიდი აგენტურული ქსელი თამაშობს, რომელიც აქაურ უსამშობლო გაერთიანებას ეყრდნობა. წაგებულ თამაშს დიდი აგენტურა თამაშობს, რომელიც ქვეყანაში ამ მარიონეტებს მართავენ“, – განაცხადა კირცხალიამ.
0
0