საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა ძვირდება
2024 წლის პირველი მარტიდან, საქართველოს ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება. აღსანიშნავია, 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე მარტიდანაც უფასოდ დაიშვებიან, ხოლო 6-18 წლამდე 5,5 ლარი შენარჩუნდება.
პირველი მარტიდან ბილეთების ფასი დაცულ ტერიტორიებზე ეღირება:
- მარტვილის კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
ნავით გასეირნება – 15 ლარის ნაცვლად – 20 ლარი.
- ოკაცეს კანიონი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 9,20 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
- ოკაცეს (კინჩხა) ჩანჩქერი
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 10,35 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17,25 ლარის ნაცვალად 20 ლარი.
- პრომეთეს მღვიმე
საქართელოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 11,50 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
ნავით გასეირნება 11,50 ლარის ნაცვალად – 13 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 23 ლარის ნაცვალად – 25 ლარი.
ნავით გასეირნება – 17,25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
- სათაფლია
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები – 8 ლარის ნაცვალად – 10 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 17.25 ლარის ნაცვალად – 20 ლარი.
- ნავენახევის მღვიმე
საქართველოს მოქალაქე/რეზიდენტი პირები რჩება უცვლელად – 8 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 11,50 ლარის ნაცვალად – 12 ლარი.
0
0