17/01/2025
13:47
ტაბლოიდი
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მელ გიბსონს, სილვესტერ სტალონეს და ჯონ ვოიტს ჰოლივუდში სპეციალურ ელჩებად ნიშნავს, რათა ის უფრო ძლიერი და უკეთესი გახდეს.
„ჩემთვის დიდი პატივია დავნიშნო მელ გიბსონი, სილვესტერ სტალონე და ჯონ ვოიტი სპეციალურ ელჩებად მშვენიერ, მაგრამ ძალიან არამშვიდ ადგილას, ჰოლივუდში, კალიფორნია. ისინი იქნებიან ჩემი სპეციალური წარმომადგენლები იმ მიზნით, რომ დააბრუნონ ჰოლივუდი, რომელმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მომხმარებელი დაკარგა უცხო ქვეყნებში. დაბრუნდეს (ჰოლივუდი) უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი, ვიდრე ოდესმე. ეს სამი ძალიან ნიჭიერი ადამიანი იქნება ჩემი თვალი და ყური და მე გავაკეთებ იმას, რასაც ისინი შემომთავაზებენ“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ჰოლივუდის ოქროს ხანა იქნება.
ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა მელ გიბსონი, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, თუმცა აღნიშნა, რომ ის, როგორც აშშ-ს მოქალაქე მზადაა ნებისმიერი დახმარების გასაწევად.
0
0