-share.jpg)
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩება - ამის შესახებ განცხადება facebook-ზე გამოქვეყნდა.
მისი შეფასებით, თუ რამდენად სწრაფად მოხდება ეს, დიდწილად დამოკიდებულია უკრაინის წინსვლის გაგრძელებასა და ბრძოლის ველზე.
"მე კარგად ვიცნობ პუტინს და ვაკვირდები ეს დღეები და ასეთი ისტერიული მე ის არ მახსოვს. ჩემთვის დღესავით ნათელია, რომ პუტინს რჩება კვირები ხელისუფლებაში. შემდეგ იქნება მოკლე გადასვლა და დიდი არეულობა. რამდენად სწრაფად მოხდება ეს დიდწილად დამოკიდებულია უკრაინის წინსვლის გაგრძელებაზე ბრძოლის ველზე.
პროგრესი სახეზეა, ბახმუტს უკრაინელები დაიბრუნებენ უახლოეს კვირებში, აზოვის ზღვას მიაღწევენ მაქსიმუმ სექტემბერში და დაიწყებენ ყირიმში შესვლას, ყირიმში შესვლა კი ნიშნავს პუტინის აღსასრულს.
დააკვირდით, პირველად თავისი მმართველობის განმავლობაში ჩემს სტილში გავიდა ხალხში პუტინი. ამხელა რუსეთში ვერსად ვერ გარისკეს და ჩაიყვანეს ყველაზე ჩამორჩენილ რეგიონში დაღესტნის დერბენტში, სადაც ადვილი იყო ამის ორგანიზაცია. ოდესღაც ყოვლისშემძლე იმპერატორი ასე რომ იმცირებს თავს, მისი თვალსაზრისით, ეს ყველაფრის მთქმელია,"-განაცხადა სააკაშვილმა.
0
0