დააკავეს კაცი, რომელიც ნენსი პელოსის მეუღლეს თავს დაესხა
30/10/2022
15:15
მსოფლიო
A-
+A
დააკავეს კაცი, რომელმაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მეუღლეს თავს დაესხა. Reuters-ის ინფორმაციით, მას ბრალი მკვლელობის მცდელობისა და სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე სხვა დანაშაულის მუხლებით წაუყენეს.
პოლიციას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი იმის შესახებ, თუ რა იყო 82 წლის პოლ პელოსზე თავდასხმის მოტივი.
თავდასხმის დროს, პოლ პელოსს თავის ქალა და მხარი დაუზიანდა. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ექიმების თქმით, მის სრულად გამოჯანმრთელებას ელიან.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაცი წყვილის სან ფრანცისკოში მდებარე სახლში შეიჭრა და ყვიროდა: „სად არის ნენსი?“. შემთხვევის დროს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ვაშინგტონში იყო.
0
0
348
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%