
რაც შეეხება ონლაინ კაზინოების აკრძალვის შესახებ პრემიერის ინიციატივას_ რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით, რადგან პირდაპირ ვიტყვი-ბევრი ოჯახი უბედურების ზღვარზე მიიყვანა ამ თემამ; ჩემს სახელმწიფოს სარგებელი ამ ბიზნესიდან აქვს ყველაზე მიზერული, რადგან გაცილებით დიდი თანხა სხვაგან გაედინება. მთავრობის მხრიდან მოდის სხვადასხვა, რეალური ინიციატივები, რომლებიც გადაწყვეტილება დაქვემდებარებულია და რომლებიც ჩემთვის, როგორც წარსულში სამხედრო პირისთვის, საკმაოდ მისაღებია. ეს აძლიერებს და აერთიანებს ჩემს ქვეყანას! და თუ ვიღაცას ჰქონდა იმის ილუზია, რომ შემოვიდოდა და აქ დახვდებოდა 2003 წლის საქართველო, ამაზე პასუხი მოკითხოს იმას, ვინც გაუჩინა ეს მცდარი ილუზია.’’_განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ 24 ნოემბერს, ტელეკომპანია ‘’ჯორჯიან თაიმსის’’ გადაცემაში ‘’რეალური პოლიტიკა’’.
0
0