
რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატი გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს „უცნაურ“ პოლიტიკოსს უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილებაზე სასტიკი რეაქციის გამოწვევას ცდილობს. ამის შესახებ კარასინი „ტელეგრამის არხზე“ წერს.
„და მაინც, ზურაბიშვილი უცნაური პოლიტიკოსია. ის ცდილობს გამოიწვიოს სასტიკი რეაქცია კეთილგანწყობის ჟესტის წინააღმდეგ - რუსეთის გადაწყვეტილება განაახლოს საჰაერო მოგზაურობა. აბსურდი!“ - წერს კარასინი.
ამავე არხზე კარასინმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მოყავს და წერს, რომ აქ არის შეზღუდული სუვერენიტეტის თვალსაჩინო მაგალითი.
„შეერთებულმა შტატებმა საქართველო გააფრთხილა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში შესაძლო სანქციების შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
„თუკი რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები განახლდება, ეს გამოიწვევს ჩვენს შეშფოთებას ქართული ავიაკომპანიების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რომლებიც მოემსახურებიან თვითმფრინავებს იმპორტისა და ექსპორტის კონტროლის ქვეშ“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
აქ არის შეზღუდული სუვერენიტეტის თვალსაჩინო ილუსტრაცია, რომლის დაწესებას ვაშინგტონი დაშინებისა და ძალის გამოყენებით ცდილობს.
ცისფერ თვალზე!“ - წერს კარასინი.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025