31/10/2022
12:25
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 პროცენტი, ხოლო ცხრა თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა.
მისივე თქმით, გრძელდება იმ ფაქტორების ზრდა, რომლებიც გავლენას ახდეს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყანას ექნება ტურიზმის 2019 წლის მონაცემების 100%-იანი აღდგენა.
„სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნდა სექტემბრის ეკონომიკური აქტივობა და საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა სექტემბრის თვეში გვქონდა 8.8 პროცენტი, ხოლო ცხრა თვის ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე, იმ ფაქტორის ზრდა, რომელიც განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ეს არის ექსპორტის და ტურიზმის მიმართულება. ექსპორტის მიმართულება ცხრა თვეში გაზრდილია 37%-ზე მეტით, ხოლო ტურიზმზე პრაქტიკულად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს გვექნება 2019 წლის მონაცემების 100%-იანი აღდგენა, რომელიც იყო რეკორდულად დიდი საქართველოსთვის. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ტურიზმი მიმდინარე წელს სრულად აღდგება, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ეკონომიკური აქტივობის, ეკონომიკური აღდგენის მიმართულებით. მიმდინარე წლის ცხრა თვეში, სამი კვარტლის მიმართულებით ეკონომიკური ზრდა გვაქვს 10.2 პროცენტი, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
0
0