
ცხრა დათქმა:
პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
სამართლიანი არჩევნების ჩატარება - განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაზრდა - სიაში ცესკოსთან ერთად, ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაა შეყვანილი;
სასამართლო რეფორმა;
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა;
დეოლიგარქიზაცია;
ადამიანის უფლებების დაცვა, უმცირესობათა უფლებები, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტები.
„რადიო თავისუფლების“ წყაროების ცნობით, ევროკომისია დღეს, 8 ნოემბერს, რეკომენდაციას უწევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - მნიშვნელოვანი დათქმებით. დოკუმენტი გამოქვეყნდება ბრიუსელის დროით 12:00 საათზე (თბილისის დროით 15:00).
როგორც რადიო თავისუფლებამ შეიტყო, საუბარია ცხრა მიმართულებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე. ზოგიერთი მათგანი შეიცავს 12 რეკომენდაციას, რომელიც გამოქვეყნდა ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში, ნაწილი კი სრულიად ახალია.
ახალი პუნქტი, კერძოდ, ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების შესახებ უცხოური ინფორმაციის დეზინფორმაციისა და მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება.
ევროკომისია, ასევე, ამახვილებს ყურადღებას საქართველოს მიერ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის აუცილებლობაზე.
0
0