"ცხოვრება საინტერესოა, როცა ის მოკლეა" - რამზან კადიროვი
03/07/2023
12:07
მსოფლიო
A-
+A
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გამოჩნდა - სოციალურ ქსელებში პირდაპირი ეთერით ჩაერთო და მის ავადმყოფობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა. კადრებში ჩანს, რომ კადიროვი გაშლილ სუფრასთან ზის და მასთან ერთად "დუმის" დეპუტატი, ადამ დელიმხანოვი იმყოფება, რომელიც, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაჭრილი იყო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არსად ჩანდა.
"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. ცხოვრება საინტერესოა, როცა ის მოკლეა, ამიტომ დიდ ხანს სიცოცხლე ჩვენ ისედაც არ გვინდა. ხანმოკლედ, თუმცა - ღირსეულად ვიცხოვრებთ," - განაცხადა რამზან კადიროვმა.
გუშინ სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას თირკმელების პრობლემა აქვს.
0
0
345
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%