17/07/2023
15:28
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის სამძიმარი მიიღეს უშგულში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა - რატიანებისა და ნიჟარაძეების ოჯახებმა.
როგორც ცნობილია, 9 ივლისს, დაახლოებით ღამის 2:00 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ავტომობილში მყოფი მესამე პირი სიკვდილს გადაურჩა. ავტოავარიის შედეგად გიორგი რატიანი და გიორგი ნიჟარაძე დაუღუპნენ.
არსებული ინფორმაციით, უამინდობის გამო, გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც მანქანა მდინარე მულხურაში დიდი სიმაღლიდან გადავარდა. დაღუპული ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა ამოიყვანეს.
გიორგი რატიანისა და გიორგი ნიჟარაძის გამოსვენება სამების ტაძრიდან რამდენიმე დღის წინ მოხდა.
0
0