
სამშაბათს ცხინვალში მკვლელობა მოხდა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ისაკ ხარებოვის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, რომელიც ოჯახთან ერთად საკუთარ მანქანაში იმყოფებოდა.
სროლის შედეგად ხუთი წლის ბავშვი ცეცხლსასროლი იარაღიდან სრო;ის შედეგად, ორი ჭრილობა მიიღო. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ვალერი გაზაევის თქმით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციაში ნებაყოფლობით მივიდა.
„მსროლელის ვინაობა დადგენილია, ეს არის ცხინვალის მკვიდრი ანდრეი ხუგაევი, რომელიც ნებაყოფლობით ჩაბარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მომხდარის მიზეზი მათ შორის ადრე არსებული მტრული ურთიერთობაა“, - განაცხადა გაზაევმა.
ცხინვალის რესპუბლიკური სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავებული ხუთი წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
„ამ წუთებში ბავშვს ოპერაცია უტარდება“, - აცხადებენ საავადმყოფოში.
0
0