18/12/2023
20:50
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც უნგრეთში იმყოფება, საჩუქრები - ცხენი და ელექტრომობილი გაცვალეს.
ორბანმა თავისი საჩუქრით „ფეისბუქზე“ დაიკვეხნა - ეს არის არისტოკრატი კვიცი, რომელიც უნგრულ ფერმაში ქალაქ მეზოგედიესშია დაბადებული.
"მხედართა ერისგან საჩუქარი მხედართა ერს", - ასე აღწერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თავის ჟესტი.
თავის მხრივ, თურქეთის ლიდერის პრესსამსახური იტყობინება, რომ ორბანმა ერდოღანისგან მიიღო Togg -ის მარკის მანქანა, რომელიც პირველი თურქული წარმოების ელექტრომობილია.
გარდა ამისა, ნაჩუქარ მანქანას აქვს პერსონალიზებული სანომრე ნიშანი - HU TR-100, რომელიც სიმბოლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის 100 წლის იუბილისა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორბანი ელექტრომობილის საჭესთან იჯდა და ერდოღანს მიჰყავდა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024