
“ომში დაღუპული მებრძოლის ცხედრის პატივისცემა, ალბათ, ჰომეროსამდეც წესი იყო და ჰომეროსის შემდეგ ხომ არის და არის”,- ასე ეხმაურება ჟურნალისტი ია ანთაძე უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროების თემაზე აგორებულ კამპანიას.
"ამ დღეებში სულ "ილიადას" ის ნაწყვეტი მახსენდება, რომელიც ჩემთვის ისედაც ყველაზე ემოციურია: ტროას მეფე პრიამოსი შვილის ცხედრის გამოსასყიდად რომ ძღვენით მივიდა ბერძენთა ბანაკში და ხელები დაუკოცნა აქილევსს, თან უთხრა: ხედავ, რას მოვესწარი? საძულველ ხელებს გიკოცნი ჩემი შვილების მკვლელსო. აქილევსის გულს ჩასწვდა მწუხარებით შეძრული მამის სიტყვები და ჰექტორის ცხედარი დაუბრუნა მას.
ომში დაღუპული მებრძოლის ცხედრის პატივისცემა, ალბათ, ჰომეროსამდეც წესი იყო და ჰომეროსის შემდეგ ხომ არის და არის," - წერს ია ანთაძე.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025