-share.jpg)
"ნებისმიერი მტკიცება, რომ “არჩევნებს აზრი არ აქვს”, არის ცრუ დილემა" - ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს:
"თუ ოცნების ოპონენტი მოქალაქეების რიცხვი არჩევნებით, თუ არჩევნების გარეშე, მკვეთრად არ აღემატება ოცნების მხარდამჭერებისას, ცვლილებების მომტანი მუხტი ქუჩაში ვერ შეიქმნება.
ანუ თუ ორჯერ მეტი ხალხი არაა მზად, რომ ოცნება შეცვალოს, ყველა პროტესტი იქნება ისეთივე, როგორიც წინა - გამოვა ხალხი, კონკრეტულ საკითხს გააპროტესტებს და სახლში წავა.
ანუ ნებისმიერი მტკიცება, რომ “არჩევნებს აზრი არ აქვს” არის ცრუ დილემა იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდება, თუ არა, მაინც ორმაგი საარჩევნო უპირატესობა გვჭირდება - იმისთვის რომ ცვლილებები დადგეს.
ხალხის მხარდაჭერის გარეშე, ცვლილებები არ დადგება არც არჩევნებში, და მითუმეტეს, არც ქუჩაში.
(საკმარისი ხალხის მხარდაჭერა ცვლილებას არ ექნება იქამდე, სანამ ცვლილებებში ხალხი საკუთარ ინტერესებს არ დაინახავს.
თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვა მედიაშანტაჟით აფერხებს და ბლოკავს ხალხის ინტერესებს პოლიტიკაში და უხანგრძლივებს რეჟიმს სიცოცხლეს)."-წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0