სოციალური ქსელების მაგნატი, მილიარდერი მარკ ცუკერბერგი არასოდეს მალავდა გრძნობებს მეუღლის მიმართ.
ახლახან კი “ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა მეუღლის გიგანტური ქანდაკების ფოტოები, რომელიც პრისცილა ჩანს აჩუქა.
“დააბრუნეთ თქვენი მეუღლის ქანდაკებების შექმნის რომაული ტრადიცია“, - დაწერა 40 წლის ცუკერბერგმა და ფოტოსთან ერთად ვიდეოც გამოაქვეყნა.
"ფირუზისფერი ქალღმერთი" ვერცხლის მოსასხამით არის შემკული, რჩება შთაბეჭდილება, რომ ქარი უბერავს. სამოსს მხრებთან ანგელოზის ფრთების ფორმა აქვს.
ნამუშევარი მსოფლიოში ცნობილმა მოქანდაკემ და მხატვარმა დანიელ არშამმა შექმნა. ის თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Tiffany & Co. და Pokémon.
"წლებია ვხუმრობ მის ქანდაკებაზე და როცა არშამთან მუშაობის შესაძლებლობა გაჩნდა, ბოლოს და ბოლოს, გავაკეთე!"- აღნიშნავს ცუკერბერგი.
“სკულპტურა, როგორც ჩანს, დამზადებულია ბროლისა და ვულკანური ფერფლისგან. მხატვარმა იგივე ტექნოლოგია გამოიყენა სექტემბერში ვენეციის ეკლესიაში, Chiesa di Santa Caterina-ში გამოფენისთვის“, - წერს მედია. ქანდაკების ფასი უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ცოლების ძერწვის ტრადიცია რომში მართლაც არსებობდა. ქანდაკებების შეკვეთა, რომის ყველაზე მდიდარ ოჯახებს შეეძლოთ, რაც ხაზს უსვამდა რომაულ საზოგადოებაში არსებულ ღირებულებს.
რაც შეეხება წყვილს - ჩანი და ცუკერბერგი 2012 წლის მაისს დაქორწინდნენ. მილიარდერი რჩეულს პირველად 2003 წელს, კოლეჯის წვეულებაზე შეხვდა, როცა ჰარვარდში სწავლობდა.
0
0