26/05/2023
13:15
სამართალი
Bloomberg-ის ინფორმაციით, სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse Trust Ltd-ს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლომ საკომპენსაციო გადასახადი 926 მილიონი დოლარით განსაზღვრა.
„თანხა კიდევ უფრო შემცირდება, რათა არ მოხდეს ორმაგი აღდგენა იმის გათვალისწინებით, რომ გასულ წელს ბერმუდის სასამართლომ ივანიშვილს ზარალის ასანაზღაურებლად 600 მილიონ დოლარზე მეტი დააკისრა.
26 მაისს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების თანახმად, სინგაპურში დაფუძნებულმა Credit Suisse Trust Ltd.-მა მოსარჩელეების მიმართ თავისი მოვალეობა დაარღვია, რადგან ვერ იცავდა ტრასტის აქტივებს“, - წერს Bloomberg-ი.
სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებს Credit Suisse-ის კიდევ ერთ დიდ წარუმატებლობაზე (ბერმუდის სასამართლოში ივანიშვილთან საქმის წაგების შემდეგ, რამაც ბანკის მიმართ ინვესტორების ნდობა შეასუსტა).
”დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილება მცდარია და ტრასტი მას გაასაჩივრებს”, - აღნიშნა Credit Suisse-ის წარმომადგენელმა ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში.
0
0