08/05/2023
12:23
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამსახურის თანახმად, Covid 19-მა და უკრაინაში მიმდინარე ომმა რუსეთში, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მუშახელის ყველაზე დიდი დეფიციტი გამოიწვია.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთის მოსახლეობა ორი მილიონით მეტი ადამიანით შემცირდა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 14000 დამსაქმებელი გამოკითხა და დაადგინა, რომ 1998 წლის შემდეგ პირველად, ხელმისაწვდომი თანამშრომლების რაოდენობა ყველაზე დაბალ დონეზეა. ბევრმა (1,3 მილიონამდე) ახალგაზრდა და განათლებულმა ადამიანმა, რომლებიც მაღალი ღირებულების სექტორებში იყო დასაქმებული, 2022 წელს ქვეყანა დატოვა. რუსეთის კომუნიკაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ IT მუშაკების დაახლოებით 10% (100,000) სამშობლოში აღარ დაბრუნდა.
მობილიზაცია, ემიგრაციის ისტორიულად მაღალი სტატისტიკა, მოსახლეობის დაბერება და კლება მუშახელის რაოდენობას ზღუდავს. ეს, სავარაუდოდ, გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკის პოტენციურ ვარდნას და ინფლაციის გაღვივების რისკებს,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
0
0