![main-img](https://spnews.io/storage/68602/conversions/ჩინეთის-share.jpg)
COVID-19 ჩინეთში ახლა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ოდესმე, სპეციალისტების პროგნოზით, ჩინეთში, ამ ზამთარში, შესაძლოა COVID-19-ით 800 მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს.
ჩინეთი პანდემიის [სავარაუდოდ] ყველაზე დიდ კოვიდტალღას, ახლა განიცდის. ჩინეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლების პროგნოზით, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლოა კორონავირუსით 800 მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს, ხოლო ნახევარი მილიონი ან მეტი - შეიძლება გარდაიცვალოს.
„ცოტა ხნის წინ, ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილემ სახელმწიფო მედიის საშუალებით განაცხადა, რომ COVID-19-ის პირველი ტალღის დროს შესაძლოა მოსახლეობის დაახლოებით 60% დაინფიცირდეს. ეს ნიშნავს, რომ მომდევნო 90 დღის განმავლობაში, კორონავირუსით შეიძლება პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 10% დაინფიცირდეს,“ - თქვა იელის უნივერსიტეტის გლობალური ჯანმრთელობის მკვლევარმა, ჩინეთის ჯანდაცვის სისტემის ექსპერტმა, სი ჩენმა.
ამ პროგნოზს ეთანხმება ჰონგ კონგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ბენ ქოულინგი: "სამწუხაროდ, დაინფიცირების შემთხვევები ძალიან სწრაფად მოიმატებს - ჩინეთს შესაბამისად მომზადების დროც არ ექნება.
პეკინში და სხვა დიდ ქალაქებში უკვე შეიმჩნევა კორონავირუსის შემთხვევების სიმრავლე, რადგან ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. ვირუსი ჩინეთში ახლა უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე პანდემიის დროს, ასევე ის განსაკუთრებით გადამდებია ჩინეთის მოსახლეობაში. ჩინეთმა ვერ შეინარჩუნა თავისი "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკა. ვირუსი ჩინელებშიც ძალიან გადამდებია.
როგორც ჩანს, კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება ჩინეთში, ვიდრე სხვა ქვეყნებში „ომიკრონი“ გავრცელდა. გასულ ზამთარს, აშშ-ში COVID-19-ის შემთხვევები ყოველ სამ დღეში ერთხელ ორმაგდებოდა. ახლა კი, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები საათობრივად ორმაგდება. ასე რომ, მიმდინარე თვის ბოლომდე საავადმყოფოები გადატვირთული იქნება,“ - დასძინა ქოულინგმა.
რატომ ვრცელდება ვირუსი ჩინეთში ასეთი სწრაფი ტემპით? მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობას ვირუსის მიმართ ძალიან დაბალი იმუნიტეტი აქვს - ადამიანების დიდი უმრავლესობა არასოდეს ყოფილა დაინფიცირებული. ბოლო დრომდე, ჩინეთი ფოკუსირებული იყო მასობრივ კარანტინებზე, ტესტირებაზე და სამოგზაურო შეზღუდვებზე, რათა ვირუსი ქვეყნიდან განდევნილიყო. ასე რომ, ჩინეთმა თავიდან აიცილა ადამიანების უმეტესობის დაინფიცირება იმ ვირუსის ვარიანტებით, რომლებიც „ომიკრონამდე“ არსებობდა. თუმცა, ახლა თითქმის 1.4 მილიარდი ადამიანი მგრძნობიარეა ინფექციის მიმართ.
შეაჩერებს თუ არა ვაქცინები კორონავირუსის ახალ ტალღას?
ბენ ქოულინგის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 18 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის დაახლოებით 90% ჩინური ვაქცინით ორჯერ აიცრა. ვაქცინაციის ეს კურსი მძიმე დაავადებისგან ადამიანის კარგად დაცვას უზრუნველყოფს, მაგრამ ის არ იცავს ინფექციისგან. 60 წელზე უფროსი ასაკის პირებმა კი სამჯერ უნდა აიცრან მძიმე დაავადებისგან დასაცავად. ხანდაზმულთა მხოლოდ 50%-მა აიცრა სამჯერ. 11 მილიონამდე ადამიანი კი ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის მაღალი რისკის წინაშე რჩება.
ბენ ქოულინგის პროგნოზით, ჩინეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამ ეტაპზე არ გადააჭარბებს ამერიკაში არსებულ სიკვდილიანობის დონეს [3%], თუმცა ჩინეთს ნამდვილად რთული ზამთარი ელის”.
„არავინ იცის ზუსტად რა მოხდება ჩინეთში. საბოლოოდ, ამერიკასთან შედარებით, ჩინეთი მაინც ბევრად ეფექტურად იბრძოლებს COVID-19-ის წინააღმდეგ. ჩინეთმა მოახერხა კორონავირუსის შეკავება სამი წლის განმავლობაში და საბოლოოდ, ვფიქრობ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ გაცილებით დაბალი იქნება, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში,” - თქვა ბენ ქოულინგმა.
0
0