
მეუფე იაკობი სააკაშვილზე - ხუმრობის გარეშე: ცოტას თუ დაიკლებდა, ჯანმრთელობისთვის კარგია, - - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
"სახელმწიფოს ვალდებულება ყველას გადარჩენაა, არა მარტო პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერის. ხელისუფლებასთან ხშირად მაქვს ხოლმე საუბარი, თუ დიდ ამნისტიას ისე ვერ აკეთებენ, ქალებისთვის რომ გააკეთონ. მაგალითად, ვინც მესამე პრეზიდენტზე ხშირად საუბრობთ, ქალების ამნისტიაზე და ქალებზე გული რატომ არ შეგტკივათ? რატომ არ გამოდიხართ ასეთი მოთხოვნით? ასეთი მოთხოვნით რომ გამოდიოდეთ, მაშინ დავიჯერებდი, რომ არა მარტო მიშაზე შეგტკივათ გული, არამედ ყველა ადამიანზე. მე ყველა ადამიანზე შემტკივა გული. ცუდია, როცა ერთ ადამიანს გამოარჩევთ, უარესი ავადმყოფები არიან ციხეებში. მაგას ვინ გაუბედავს, თუ ისეთი დაავადება აქვს რომ გადაყვანას საჭიროებს, ვინ არ გადაიყვანდა, ასატკივებელი თავი ვის აქვს?! მაგალითად, ციხიდან რომ საავადმყოფოში გადაეყვანათ, ჩვენც გვქონდა ხელისუფლებასთან ამ თემაზე საუბარი და ხელისუფლებამ ძალიან მალე გადაიყვანა. სასამართლო სხდომებზეც დადის. უბრალოდ, გეტყვით მიშაზე რა ხდება, შევხედოთ ხალხის მდგომარეობას, ხალხს არ აინტერესებს სწორად გასამართლდა თუ არ გასამართლდა, ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს ადამიანი არის იქ, სადაც უნდა იყოს. გულსატკენი ის არის, რომ ჩვენ კანონი კი არ გვაინტერესებს, ადამიანები ფიქრობენ, რომ ეს სამართლიანია. იმ ხალხს რას ვუპირებთ?! შერიგება რომ მოხდეს, მაშინ ხომ ყველა უნდა შევრიგდეთ. მისი გადარჩენაც ეგ იქნება. გასაგებია, რომ ციხეში ყოფნა არ მოსწონს, ციხეს ყველა ვერ უძლებს, გინდ პრეზიდენტი იყავი, გინდ-მეფე. გასაგებია, ან შიშები აქვს ან რაღაც და ახლა წონაშიც იკლებს. ჩემგან რა გნებავთ რომ გითხრათ? ხალხის აზრს გეუბნები და გული მტკივა ადამიანებზე, რომ ასე ინდიფერენტულები გახდნენ. მხარეებად დავიყავით, მოგწონთ ეს მხარეებად დაყოფა?“-განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ცოტას თუ დაიკლებდა, ჯანმრთელობისთვის კარგია, მაგრამ წონაში სწრაფად კლება არ უნდა მოხდეს.
"ხუმრობის გარეშე. ცოტას თუ დაიკლებდა, პირიქით, ჯანმრთელობისთვის კარგია, თუ ძალიან დიდი წონა ჰქონდა, მაგრამ უცბად არ უნდა მოხდეს ამ წონის დაგდება“,-აღნიშნა მეუფე იაკობმა.
0
0