
“მიწისძვრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ნგრევა არ გამოუწვევია. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა”, ამის შესახებ “სფეისნიუსს” სოფლის გამგეობის წარმომადგენელმა, დავით ჩავლეიშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობაში პანიკა არ არის და ამ დროისთვის, სოფელში სიმშვიდეა.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. პირველადი ინფორმაციით, დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა დაფიქსირდა ვაკიჯვარში (გურია) - 4.5 მაგნიტუდა. ბიძგები თბილისის დროით 19:33 საათზე დაფიქსირდა. ვაკიჯვარი ოზურგეთიდან 7 კილომეტრში მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლებულია ინფორმაცია და ეპიცენტრად მითითებულია - დაბა ხულო - ჩრდილოეთი - 17კმ. კურორტი ბახმარო - 3კმ., მიწისძრის სიმძლავრე კი 4.3. მაგნიტუდაა.
0
0