კომუნიკაციების კომისიამ(ComCom) მთავარი არხს ქართული ოცნების პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ComCom-ის განცხადებით, "სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ".
"კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხის წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს საჩივარი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება ქართული ოცნების მიერ წარდგენილ პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც მთავარმა არხმა ეთერში არ განათავსა.
ვიდეო-რგოლის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად მთავარმა არხმა კანონმდებლობის შესაძლო დარღვევა დაასახელა. ტელეკომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკლამის განთავსება, შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სიძულვილის ენის გავრცელების აკრძალვას, ან რეკლამის შესახებ კანონით გათვალისწინებულ წესებს.
0
0