-share.jpg)
ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სხდომა კლინიკის პალატაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მედიასთან განმარტა, რომ ბრალდებულმა თავადაც ითხოვდა პატიმრობაში დატოვება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის დანაშაულს აღიარებს.
პროკურორმა არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა 30 წლის კაცი ძალადობის ბრალდებით წარსულშიც ნასამართლევი. მას არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა დანაშაულის ჩადენის დროს ის ფხიზელ მდგომარეობაში იყო თუ არა.
"ბრალდებულის პოზიცია პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ იყო საწინააღმდეგო. დღეს გაიგო მან, რომ მისი მეუღლე არის გარდაცვლილი და ჩავარდა ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იძახდა, რომ პასუხი უნდა ვაგოო, არ ვარ მე არაფრის ღირსი და ასე შემდეგ, მოკლედ ძალინ ემოციური ფონი იყო", - ამბობს ადვოკატი.
მისივე განმარტებით, ბრალდებულის სიტყვები არაა საკმარისი იმისთვის, რომ დანაშაული აღიარებად ჩაითვალოს, ამისთვის საჭიროა ექპსეტიზა:
"მისი მონაყოლიდან გამომდინარე იკვეთება, რომ რაღაცეებს ვერ აცნობიერებდა, ვერ იხსენებს დეტალებს, რატომ და ვერც მოტივზე ვერ საუბრობს აქედან გამომდინარე".
0
0